top of page

დამოუკიდებლობის დღე / Independence Day

  • readabgeo
  • Dec 23, 2019
  • 1 min read

IMDb: 7.0

Rotten tomatoes: critics 65 %, audience 75 %

ჟანრი: სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა, მძაფრსიუჟეტიანი

რეჟისორი: Roland Emmerich

მსახიობები: Will Smith, Bill Pullman, Jeff Goldblum და სხვ.



ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დღე უცბად მთელ კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად იქცა, როგორ? ვეცდები მოკლედ გადმოგცე, ისე რომ არ დაგასპოილერო.

აშშ დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება, დანარჩენი მსოფლიო კი თავისთვის მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას, შემდეგ კი მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და დედამიწას უახლოვდება გიგნატური ობიექტი, რომელმაც მიიპყრო მთელი რიგი კვლევითი ცენტრების ყურადღება. თავიდან ყველა დაბნეულია, არ იციან რა მოიმოქმედონ... ძალიან მალე კი რაც ამ გიგანტურ ობიექტს გამოეყო შედარებით მომცრო ზომის (ქალაქის ზომის) ერთეულები და დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლა დაიწყეს მთელი საზოგადოება დაიბნა, შემდეგ პანიკაში ჩავარდა და შეშინებულმა ხალხმა ქალაქებიდან გაქცევა დაიწყო (თუმცა მაინც ვერ ვხვდები სად აპირებდნენ გაქცევას, მთლიანად დედამიწა იყო საფრთხეში). ერთი სიტყვით კაცობრიობა საფრთხის წინაშეა, კოსმოსიდან მოსული სტუმრები მეგობრული მიზნით ნამდვლად არ ჩამოსულან, რასაც ადასტურებს ქალაქებზე მასობრივი თავდასხმები, რომლებსაც არაერთი დედამიწელი შეეწირა. ადამიანთა მოდგმა იძულებულია თავის გადასარჩენად დაუპირისპირდეს აქამდე უცნობ და მათზე ბევრად განვითარებულ არსებებს. ამისთვის კი საჭიროა გადარჩენილმა კაცობრიობამ ძალა მოიკრიბოს და ერთიანი ძალებით დაიცვას თავი, რადგან დამოუკიდებლობის დღეს არა მონის არამედ გამარჯვებულის სტატუსით შეხვდეს.



1997 წელს ფილმმა მოიპოვა ოსკარი ნომინაციაში: საუკეთესო ვიზუალური ეფექტები.


გამოსვლის თარიღი: 1996

ხანგრძლივობა: 2 საათი 25 წუთი

ქვეყანა: აშშ

რეჟისორი: Roland Emmerich

სცენარის ავტორი: Dean Devlin, Roland Emmerich

სტუდია: Twentieth Century Fox

ფილმის ბიუჯეტი: $ 75 მილიონი

ფილმის შემოსავლები: $ 817.4 მილიონი


Critics Consensus

The plot is thin and so is character development, but as a thrilling, spectacle-filled summer movie, Independence Day delivers.

Comentarios


#StayTuned

მადლობას გიხდით გამოწერისთვის <3

© 2023 by Talking Business.  Proudly created with Wix.com

bottom of page