top of page

The imitation game/იმიტაციის თამაში

  • readabgeo
  • Dec 16, 2019
  • 1 min read

IMDb: 8.0

Rotten tomatoes: critics 90%, audience 91%

ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, ისტორიული

რეჟისორი: მორტენ ტილდუმი

მსახიობები: Benedict Cumberbatch, Keira Knightley, Rory Kinnear, Allen Leech და სხვ.

დღის განმავლობაში ალბათ არც კი ითვლი რამდენჯერ იყენებ კომპიუტერს სხვადასხვა დანიშნულებით და თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვივარაუდო გამოყენების პროცესში არც კი ფიქრობ იმაზე, თუ ვის მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი შენ ახლა კომპიუტერის მომხმარებელი რომ ხარ... არა შენი მშობლების წვლილს არ ვგულისხმობ. მინდა წარმოგიდგინო ფილმი, რომელიც დაფუძნებულია, რეალურ ისტორიაზე და მოგვითხრობს ალან ტიურინგის ისტორიას, სადაც ჩვენ ვხდებით მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების მოწმეები. ძირითადი სიუჟეტი ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კერძოდ 1939 წელს, როდესაც ბრიტანეთი ომს უცხადებს გერმანიას და სადაც ალან ტიურინგი უერთდება კრიპტოგრაფთა გუნდს, რათა ერთობლივი ძალებით გაშიფრონ გერმანელთა მოწყობილობა „ენიგმა“ (მისი მეშვეობით ნაცისტები აგზავნიდნენ ინფორმაციას დაშიფრული სახით). მსგავსი მანქანის შექმნის პროცესი საკმაოდ რთული და დაძაბულია, თუმცა საბოლოოდ ტიურინგი ახერხებს ყოველივე ამას და თავის ქმნილებას უწოდებს „კრისტოფერს“- იმ ადამიანის სახელს, რომელიც სკოლა-ინტერნატში მისი ერთადერთი მეგობარი და ცოხვრების სიყვარული იყო, თუმცა გარდაიცვალა ახალგაზრდობაშივე ტუბერკულიოზით. ფილმი მოიცავს არაერთ საინტერესო და ემოციურ მომენტს ალან ტიურინგის ცხოვრების შესახებ, რომელიც გულგრილს ძალიან ცოტა ადამიანს თუ დატოვებს.


გამოსვლის თარიღი: 2014

ხანგრძლივობა: 114 წუთი

ქვეყანა: აშშ, დიდი ბრიტანეთი

სცენარის ავტორი: Graham Moore

ოპერატორი: Óscar Faura

სტუდია: The Weinstein Company

ფილმის ბიუჯეტი: $14 მლნ.

ფილმის შემოსავლები: $ 233,6 მლნ.

ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის 8 ნომინაციაში, და მოპივებული აქვს ოსკარი: საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.


Critics Consensus

With an outstanding starring performance from Benedict Cumberbatch illuminating its fact-based story, The Imitation Game serves as an eminently well-made entry in the "prestige biopic" genre.

Comments


#StayTuned

მადლობას გიხდით გამოწერისთვის <3

© 2023 by Talking Business.  Proudly created with Wix.com

bottom of page