სექსუალური განათლება/ sex education
- readabgeo
- Dec 11, 2019
- 1 min read
IMDb: 8.3
Rotten tomatoes: critics 61%, audience 95%
ჟანრი: დრამა, კომედია
მსახიობები: Asa Butterfield, Simone Ashley, Gillian Anderson, Emma Mackey, Aimee Lou Wood და სხვ.
თუ გიყვარს სერიალების ყურება, სადაც უამრავი ინტრიგა, პრობლემა და სკანდალია, მაშინ გილოცავ, ეს სერიალი შენთვის ზედგამოჭრილია!...რატომ? განაგრძე კითხვა და მიხვდები...

სექსუალური განათლება, ესაა 16 წლის მორცხვი ბიჭის და მის გარშემო მყოფი კლასელების დაუსრულებელი პრობლემების 8 სერია, სადაც მაყურებელი შეხვდება ყველანაირი ორიენტაციისა თუ პრობლემის მქონე მოზარდს (და არამარტო მოზარდს). სერიალის განმავლობაში თითოეული მათგანი განსხვავებული გზით ცდილობს ამ პრობლმებისა და კომპლექსების დაფარვას თანატოლების თვალში: ბულინგი, სექსი, მოწევა, დალევა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ფილმის მთავარ გმირსაც აქვს თავისი პრობლემა, რომლის გადალახვასაც ამაოდ ცდილობს. ერთ დღესაც კი ეს მორცხვი ადამიანი, რომელსაც სკოლაში პოპულარულობა საერთოდაც არ სურდა, ხდება საკმაოდ მოთხოვნადი სექს-თერაპევტი და ყველა მისი თანაკლასელი მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს მასთან კონსულტაციისთვის. ფილმში არაერთ კომიკურ სიუჟეტთან ერთად მრავლად გვხდება ემოციური და დაძაბული სიტუაციებიც, სადაც მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა ნახოს თითოეული მოზარდის ცხოვრების მტკივნეული მომენტი, რომელიც მათ ემოციურ და პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სერიალი გამოვიდა 2019 წელს და შედგება 8 სერიისგან, საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთი. მეორე სეზონის გამოშვება კი იგეგმება 2020 წლის 17 იანვარს, ამიტომ იჩქარე და შეხვდი ახალ სეზონს შეიარაღებული სათანადო სექსუალური განათლებით!

„ოტისი:...რაც არ უნდა თქვა ჩვენ არ განგსჯით.
ადამი: 3 ვიაგრა!
მეივი: ღმერთო...
ადამი: ხომ თქვა არ განგსჯითო, 3 ცუდია? ისეთი სახე მიიღო, რომ ცუდია. ახლა აღგზნებული ვარ და ტყუილსაც ვგრძნობ.
მეივი: გასაკვირი არ არის, ამით ციხესიმაგრესაც ალყაში მოაქცევ.
ადამი: ნუღარ აშტერდებით!
მეივი: ბოდიში მესამე ფეხივით გაქვს“
გამოსვლის თარიღი: 2019
ხანგრძლივობა: 45 წუთი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, აშშ
სტუდია: Netflix
Critics Consensus:
Bawdy, heartfelt, and surprisingly wise, sex education is a raucous romp through a group of teenagers whose sexual misadventures are so thoughtfully rendered, adults could learn a thing or two from them.
Comments