top of page

სიყვარული, სიკვდილი და რობოტები / Love, Death & Robots

  • readabgeo
  • Dec 23, 2019
  • 1 min read

IMDb: 8.6

Rotten tomatoes: critics 79 %, audience 87 %

ჟანრი: ანიმაცია, სამეცნიერო ფანტასტიკა, სათავგადასავლო, საშინელებათა

creator: Tim Miller

მსახიობები: Scott Whyte, Nolan North, Matthew Yang King და სხვ.


სათაურმა არ დაგაბნიოს, რადგან ეს ანიმაციური სერიალი, რომელიც სულ რაღაც 19 სერიისგან შედგება ისედაც ბევრ დასაბნევ სიტუაციას და საფიქრალს შეგიქმნის. ჩემი სუბიექტური აზრით "სიყვარული, სიკვდილი და რობოტები" კარგი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ გააჩნია, იმედი მაქვს შენც ამას ფიქრობ თუ არადა ჩაუჯექი Netflix-ის ამ შესანიშნავ ქმნილებას და დარწმუნებული ვარ დამეთანხმები.

და მაინც რას გთავაზობს ეს სერიალი? ყველაფერ არაორდინალურს, დაწყებული იმით რომ თითოეული სერია განსხვავებულია ერთმანეთისგან არამარტო შინააროსბრივად (ერთამნეთთან კავშირშიც კი არ არის!), არამედ ვიზუალურადაც და ამაში თავადაც დარწმუნდები. ამ ყველაფერთან ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ისეთ მოკლე დროში როგორიცაა 15 წუთი ან ცოტა უფრო ნაკლები/მეტი თითოეული სერია სრულად ამბობს სათქმელს, რაც მთავარია თუ რომელიმე სერია არ მოგწონს უბრალოდ გადადი ამით არაფერს კარგავ, გარდა მისი ყურებით მიღებული სიამოვნებისა.


სერიალი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა (გასაკვირი არცაა), ამიტომ მისი მეორე სეზონის გამოშვებაც იგეგმება 2020 წელს. ზუსტი თარიღი არაა ცნობილი, მაგრამ მე გირჩევ რომ არ დაელოდო მეორე სეზონის გამოსვლას და ახლავე უყურო, შემდეგ კი შთაბეჭდილება გაგვიზიარო!

პ.ს თანაც ერთ დღეში საყურებელია ისეთი მოკლეა...


გამოსვლის თარიღი: 2019 - მიმდინარე

ხანგრძლივობა: 15 წუთი

ქვეყანა: აშშ

სტუდია: Netflix



Critics Consensus

This animated anthology has enough creative Death to satisfy cyberpunk aficionados who Love their Robots to have some Heavy Metal influence, but the series' lofty ambitions are often undercut by a preoccupation with gore and titillation.

Comentários


#StayTuned

მადლობას გიხდით გამოწერისთვის <3

© 2023 by Talking Business.  Proudly created with Wix.com

bottom of page