ლუციფერი / Lucifer
- readabgeo
- Dec 17, 2019
- 1 min read
1-3 სეზონი
IMDb: 8.2
Rotten tomatoes: critics 87 %, audience 85 %
ჟანრი: კრიმინალური, დრამა, ფანტასტიკა
რეჟისორი: Tom Kapinos
მსახიობები:Tom Ellis, Lauren German, Lesley-Ann Brandt, Kevin Alejandro და სხვ.
2015-2018 წლებში სერიალზე მუშაობდა კომპანია Fox, ხოლო ბოლო (მე-4) და შემდგომ სეზონებს უკვე Netflix იღებს. ამიტომ პირველ სამ სეზონს მოვაქცევთ ერთ ბლოგში, ხოლო ბოლო სეზონს განვიხილავთ ცალკე.


პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ "ლუციფერი" დაფუძნებულია DC კომიქსების სერიებზე, ამიტომ არ გეგონოს ამ სერიალის ყურება პირდაპირი რეისით გიმზადებს გარანტირებულ ადგილს ჯოჯოხეთში. თუ არ გჯერა დაიწყე ყურება და წლების შემდეგ თუ მაინც მოხვდი ჯოჯოხეთში (ამ მიზეზის გამო), მეც იქვე ვიქნები და შეგეძლება გამომლანძღო.
სერიალში ლუციფერი წარმოგვიდგება საკმაოდ ქარიზმატულ და მექალთანე პერსონაჟად, რომელიც ჯოჯოხეთის ამბებისგან ისვენებს (ყველას ესაჭიროება დასვენება), ამ პერიოდში მომხდარი მკვლელობა კი შეახვედრებს დეტექტივს და სწორედ აქედან იწყება ისტორია მთელი რიგი გამოძიებებისა, ზებუნებრივი მოვლენებისა და კიდევ ბევრი სხვა სასაცილო თუ დაძაბული მომენტისა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი და მეორე სეზონი საკმაოდ სასიამოვნო საყურებელია, რაც შეეხება მესამე სეზონს ის ცოტა მოსაწყენი შეიძლება მოგეჩვენოს, ამას იმიტომ ვამბობ რომ პირადად ჩემთვის ასე იყო, თუმცა ჩემს სუბიექტურ აზრს ნუ ჩაეჭიდები და გაითვალისწინე ისიც, რომ არსებობს მეოთხე სეზონი და იმდენად საინტერესოა, რომ მასზე ცალკე პოსტსაც კი შემოგთავაზებ!
"It's Good to be Bad."
გამოსვლის თარიღი: 2016 - მიმდინარე
ხანგრძლივობა: 50 წუთი
ქვეყანა: აშშ
სტუდია: Fox (2016-18) Netflix (2019-...)
Comments