ბნელი/Dark
- readabgeo
- Dec 16, 2019
- 2 min read
imdb 8.7
rotten tomatoes critics -94% , audience -94%
Creators: Baran bo Odar, Jantje Friese
როლებში : Karoline Eichhorn, Louis Hofmann, Jördis Triebel და სხვა.
თუ გაინტერესებს გერმანიაში სადაა ატომური ელექტრო სადგური, შეგვიძლია ჩვენ მიგასწავლოთ გზა, მაგრამ ეცადე მოერიდო პატარა დასახლებაში სტუმრად შესვლას, რატომ? ნუ.. იმირომ ტომ ესპანური სერიალის უფრო რთულ ვერსიაში არ მოხვდე და არ შეეჩეხო შენს შვილს, რომელიც მამაშენია ან უფრო უარესი ამბავი არ შეგემთხვეს.

გერმანული, თუმცა ნეთფლიქსის მიერ გადაღებული, რაც საკმაოდ ბევრზე მეტყველებს, მსახიობებიც შესაბამისად გერმანელებია არიან (ნუ თითქმის ) . სიუჟეტი 2019 წელს ვითარდება ატომურ ელექტროსადგურათან ახლოს მდებარე პატარა გერმანულ ქალაქ ვინდენში, სადაც დიდი ხანია სიმშვიდე იყო, თუმცა ეს სიმშვიდე 15 წლის ბიჭის( ერიკი ) გაუჩინარებამ დაარღვია, ბავში პრობლემური იყო და მშობლებთანაც არ ქონდა კარგი უერთიერთობა ამიტომ მისი დაკრგვა სერიოზულად არავინ აღიქვა, თუმცა ამ ამბიდან მალევე ტყეში იკარგება მეორე ბავშვი 11 წლის მიკელი( (პოლიციელის შვილი), ეს ამბავი უბრალოდ სახლიდან გაქცევას აღარ გავს და სერიოზუკად იწყებენ ამ ამბის გამოძიებას . მალევე ქალაქის მკვიდრებს ახსენდებათ, რომ მსგავსი შემთხვევა 33 წლის წინ 1986 წელს მოხდა, კიდევ უფრო ჩაძიების შედეგად არმოჩნდება, რომ იგივე მოხდა 1953 წელსაც, როდესაც დაიწყეს უკვე ნახსენები ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა . 3 იდენტური საქმე, განსხვავებული ოჯახები, საშინელი საიდუმლო რომელიც დაყვება ამ ისტორიას და სადაც ყველას მოუწევს საკუთარ შიშებთან შეხვედრა. არასოდეს არ იცი რა მოხდება შემდგომში, ვერცერთხელ წინასწარ ვერ გათვლი გმირების მომდევნო ნაბიჯებს, სერიალის ბოლოს კი საერთოდ შეეშვები ლოგიკის მოძებნას მათ ქმედებებში, რატომ ? უყურე და ამ ყველაფერს აუცილებლად გაიგებ

„დარქის „ 2 სეზონი და 18 დაუვიწყარი ეპიზოდი, მე-3 სეზონის გამოსვლა იგეგმება 2020 წელს, რა თქმა უნდა ისევ ნეთფლიქსზე, ვნახოთ რა მოხდება ახალ სეზონში.
“The question isn’t how, it’s when.”
critic consensus

Dark's central mystery unfolds slowly, both tense and terrifying, culminating in a creepy, cinematic triumph of sci-fi noir.
Comments