დარაჯები / Watchmen
- readabgeo
- Dec 19, 2019
- 1 min read
IMDb: 7.8
Rotten tomatoes: critics 91 %, audience 51 %
ჟანრი: მძაფრსიუჟეტანი, დრამა, ფანტასტიკა
რეჟისორი: Damon Lindelof
მსახიობები: Regina King, Yahya Abdul-Mateen II, Tom Mison და სხვ.

ფილმი დარაჯების შემდეგ ალბათ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგებადა, როგორ განვითარდა მოვლენები იმ ყველაფრის შემდეგ, დოქტორი მანჰეტენი მართლა მარსზე დასეირნობდა თუ არა, შერჩა თუ არა დანაშაული "იმას ვისაც არ უნდა შერჩენოდა" და ზოგადად რა დაემართა დარაჯების დარჩენილ ნაწილს... ამ კითხვებზე პასუხს ფილმზე დაფუძნებული სერიალი "დარაჯები" გაგცემს.
სერიალში მოვლენები 34 წლის შემდეგ ვითარდება, თუმცა ამას სრულიად არ შეუშლია ხელი რეჟისორისთვის რომ შორეულ წარსულში მომხდარი ფაქტებიც ეჩვენებინა მაყურებლისთვის და საბოლოო სურათი შეექმნა თუ რა იყო დარაჯებამდე და რა დარჩა მათ შემდეგ. ტრადიციულად სიუჟეტი აქაც ჩახლართულია და ბოლომდე გარკვევას მაყურებელი ყველა სერიის ნახვის შემდეგ თუ შეძლებს, ამიტომ ჩაუჯექი და გაარკვიე თუ რა ბედი ეწია დედამიწას, რომელსაც ფილმ დარაჯებში დედა უნდა (წინა სტატია თუ წაგიკითხავს ადვილად მიხვდები)... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სერიალი შედგება 9 სერიისგან და არ იწელება უსაშველოდ.

გამოსვლის თარიღი: 2019
ხანგრძლივობა: 60 წუთი
ქვეყანა: აშშ
სტუდია: DC Comics, Home Box Office (HBO)

Critics Consensus
Bold and bristling, Watchmen isn't always easy viewing, but by adding new layers of cultural context and a host of complex characters it expertly builds on its source material to create an impressive identity of its own.
Comentários