top of page

უცნაური ამბები/Stranger Things

  • readabgeo
  • Dec 16, 2019
  • 1 min read

imdb-8.8 rotten tomatoes-critic 93%, audience91% NETFLIX ORIGINAL SERIES

ჟანრი: Drama, Fantasy, Horror

Creators: Matt Duffer, Ross Duffer

როლებში: Millie Bobby Brown, Finn Wolfhard, Winona Ryder ,Caleb McLaughlin ,Natalia Dyer და სხვა. თუკი ელიფის დაკარგვის ამბები მოსმენილი ან ნანახი გაქვს(იმედს ვიტოვებ რომ მხოლოდ მოსმენილი გაქვს), მაშინ ამ სერიალში დაკარგვის ისტორიებმა ვერ უნდა გაგაკვირვოს ან აღგაფრთოვანოს, მაგრამ... აქ შენ გაცილებით მეტს ნახავ, ვიდრე დედა-შვილის ასწლიან განშორებას.

ნეთფლიქისის მორიგ „ჩამთრევ“ სერიალში ყველაფერი 1983 წელს იწყება . პატარა, წყნარი ქალაქი ჩრდილოეთში , სადაც არასდროს არაფერი განსაკურებული არ ხდებოდა,თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა და ქალაქის სიმყუდროვეც დაირღვა. ყველაფერი კი, გზაზე სახლისაკენ მიმავალი ბიჭის გაუჩინარებით დაიწყო, რასაც წვეულებაზე გოგოს უეცარი გაუჩინარებაც დაემატა, ამ ყველაფერს კი გზისპირა კაფეში მოხეტიალე უცნაური, უსახელო გოგო აგვირგვინებს . უცნაური გოგოს გამოჩენას კაფის მზარეული ეწირება, რომელსაც მეორე დღეს მოკლულს პოულობენ . ვერც ამ სერიალში აცდებით იდუმალებით მოცულ მეცინიერებს თავიანთი საიდუმლო ლაბორატორიებით. სანამ პოლიცია, რომელიც აქამდე მსგავსს არაფერს შეხვედრია და არ იცის რა მოიმოქმედოს ამ სიტუაციაში, დაკარგული ბიჭის ოჯახი, რამდენიმე მისი მეგობარი და ცნობისმოყვარე უფროსკლასელი, საკუთარი ძალებით იწყებენ გამოძიებას. მათ მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები გასაოცარია და ყოველგვარი ლოგიკის საზღვრებს სცდება.

გამოსულია სერიალის 3 სეზონი (33 ეპიზოდი ) , მე- 4 სეზონიც გზაშია , რომლის გამოსვლის თარიღი ჯერ- ჯერობით უცნობია, თუმცა ის ისეთივე საინტერესო , დამაინტრიგებელი და იდუმალებით მოცული იქნება , როგორც წინა 3.

გამოსვლის თარიღი - 15 ივლისი 2016

critics consensus

Stranger Things is a rare example of a cultural phenomenon that has delivered wistfulness and familiarity without simply giving audiences more of the same

Comments


#StayTuned

მადლობას გიხდით გამოწერისთვის <3

© 2023 by Talking Business.  Proudly created with Wix.com

bottom of page