ფერადაისის პოლიცია / paradise pd
- readabgeo
- Dec 16, 2019
- 1 min read
Updated: Dec 17, 2019
IMDb: 7.0
Rotten tomatoes: critics 40 %, audience 61 %
ჟანრი: კომედია, ანიმაციური
რეჟისორი: Waco O'Guin, Roger Black
მსახიობები: Sarah Chalke, David Herman, Tom Kenny და სხვ.
+18

თუ შენს მისაღებში ტელევიზორი ჩართულია და ბებიაშენი უკვე მესამედ გამეორებულ სერიალის მოვლენებზე ძველებურად ნერვიულობს, მაშინ ერთადერთი გზა მშვიდ ადგილას გამოკეტვა და რაიმე სასიამოვნოთი დაკავებაა... არა ეგ არ მიგულისხმია, შე გარყვნილო!
უბრალოდ მინდოდა შემომეთავაზებინა ნეტფლიქსის მშვენიერი მოზრდილთა ანიმაციური სერიალი, რომელიც ერთი პატარა ქალაქის გაპარტახებული პოლიციის დეპარტამენტის ცხოვრებასა და მოვლენებს ასახავს, და გვიჩვენებს ნარკომანი ძაღლის, კვერცხების გარეშე დარჩენილი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მოძალადე და უკონტროლი ქალბატონი პოლიციელის და სხვა სამართალდამცავთა მცდელობას ქალაქში წესრიგის დამყარებასა და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებაში. ანიმაციური სერიალი გაჟღენთილია 18+ იუმორითა და შეიძლება ითქვას ეულად საყურებელი დიალოგებითა და სცენებით, ამიტომ warning: ოჯახთან ერთად, განსაკუთრებით კი იმ სერიალზე მონერვიულე ბებიასთან ერთად ერიდეთ ყურებას!
სერიალის პირველი სეზონი შედგება 10 სერიისგან, რომელთა საშუალო ხანგრძლივობა 25 წუთია, ამიტომ მისი ყურება ერთი ამოსუნთქვითაც შეგიძლია, მეორე სეზონს რაც შეეხება ის 2019 წლის ზაფხულში უნდა გამოსულიყო..... ხო დაახალი ამბავი გვაქვს: არ გამოსულა და უკანასკნელი სიახლეების თანახმად დაუზუსტებელია გამოსვლის თარიღი (თუ შენ იცი გაგვაგებინე). მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ ინფორმაციამ არ უნდა გადაგაფიქრებინოს ფერადაისის პოლიციის ყურება ერთი მარტივი მიზეზის გამო: არამგონია რომელიმე თქვენგანს სურდეს გამაზოს შავი იუმორისა და მარაზმის შესანიშნავი შერწყმის ნიმუში, რომლის მეორე სეზონი კაციშვილმა არ იცის როდის გამოვა, თანაც შეხედე მის რეიტინგს (IMDb) არც ისეთი დაბალია, არა?...(Rotten tomatoes რეინტინგს არ ვიმჩნევთ :დდ)
გამოსვლის თარიღი: 2018
ხანგრძლივობა: 25 წუთი
ქვეყანა: აშშ
სტუდია: Netflix
Comments